პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1965 წლის 1 იანვარს ქ. თბილისში.
განათლება
1982 წელს დაამთავრა თბილისის N 12 საშუალო სკოლა.
1989 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
1998 წლის მაისში ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
1999 წლის სექტემბრიდან-დეკემბრამდე სწავლობდა ადამიანის უფლებათა სამართალს ბირმინგემის უნივერსიტეტში.
სამუშაო გამოცდილება
1990-1991 წლებში მუშაობდა იურისტად საქართველოს სოც. უზრუნველყოფის სამინისტროში.
1991-1995 წლებში მუშაობდა ადვოკატად ქ. თბილისის ვაკის რაიონის ადვოკატურაში.
1995-1996 წლებში მუშაობდა კონსულტანტად სანოტარო ბიუროში.
1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტში წამყვან სპეციალისტად.
1998 წლის მარტიდან ოქტომბრამდე მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრში" იურისტად.
1998 წლის 6 ოქტომბერს დაინიშნა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.
1999 წლის მაისში დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობაზე.
2004-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე.
2005 წლის ივლისიდან ნოემბრამდე იყო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მოსამართლე.
2006 წელს მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელ კომისიაში სახელმწიფო შესყიდვების სამსახურში იურისტად.
2007-2015 წლებში მუშაობდა შპს "ომეგა მოტორსში" დირექტორის მოადგილედ სამართლებრივ საკითხებში.
2015-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2022 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.