პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1979 წლის 19 ივნისს ქ. სოხუმში.
განათლება
1996 წელს დაამთავრა ქ. ახალციხის N 2 საშუალო სკოლა.
2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
2001-2002 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2002-2006 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს კანცელარიის გამგე.
2006-2007 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორად.
2007-2009 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროს პროკურორად.
2009-2017 წლებში იყო ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2017-2020 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020 წლის მარტიდან არის ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.