2013 წლის 23 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ლიტვის მოსამართლეთა ჯგუფი ეწვია. გაიმართა შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან ლევან მურუსიძესთან და საბჭოს წევრებთან.
ლიტველი და ქართველი კოლეგების შეხვედრა, რომელიც ორმხრივად ნაყოფიერი აღმოჩნდა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
24 სექტემბერს კი ლიტველი მოსამართლეები, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეწვევიან, გაეცნობიან საქალაქო სასამართლოს მუშაობის სპეციფიკას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.