ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლილი ტყემალაძე

ლილი ტყემალაძე

ლილი ტყემალაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 15 სექტემბერს ქ. ჭიათურაში.

განათლება

1990 წელს დაამთავრა ქ. ჭიათურის მე–5 საშუალო სკოლა.

1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1997–2000 წლებში მუშაობდა სასწავლო ცენტრ შპს ,,გეოფონის’’ ჭიათურის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტის პედაგოგად.

2000–2006 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იურისტად.

2006 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის სამდივნოში კონსულტანტად.

2007 წელს დაინიშნა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლობის მოსამართლედ.

2009 წელს დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

2009-2012 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2012-2017 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.