ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლილი მსხილაძე

ლილი მსხილაძე

ლილი მსხილაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1963 წლის 6 მაისს ქ. სამტრედიაში.

განათლება

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1997 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2015 წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით.

სამუშაო გამოცდილება

1987-1999 წლებში მუშაობდა ვაკის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.

1995-1999 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალი პიროვნება - თავისუფალი საზოგადოების” წევრი.

1999-2005 წლებში იყო ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

1999-2005 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი’’-ს წევრი, გამგეობის წევრი.

2005-2009 წლებში ირიცხებოდა საერთო სასამართლოების რეზერვის მოსამართლედ.

2009 წელს იყო საქართველოს სახალხო დამცველის მრჩეველი.

2010-2015 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით.

2010 წელს იყო კონსტიტუციური სამართლის ლექტორი დ. აღმაშენებლის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტ ,,იბერიაში’’ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე.

2011-2013 წლებში მუშაობდა თბილისის პოლიტიკურ აკადემიაში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე სისხლის სამართლის ლექტორად.

2014 წელს მუშაობდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციებს სამართალმცოდნეობის შესავალში.

2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის მოწვეული სპეციალისტი.

2015 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ვადის მიღწევამდე.