პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1986 წლის 2 დეკემბერს.
განათლება
2004 წელს დაამთავრა ქ. ბოლნისის N 3 საშუალო სკოლა.
2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2019 წელს დაამთავრა სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2011 წელს გაიარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2019 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში .
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2007 წელს იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სტაჟიორი.
2007-2010 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მარნეულის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
2011-2012 წლებში იყო ,,ნინო მხარარაძის საადვოკატო ბიუროს" სტაჟიორი.
2012 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკანტი და შტატგარეშე სპეციალისტი ხელშეკრულებით.
2013 წელს იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მომსახურების ცენტრის წამყვანი სპეციალისტი.
2013-2014 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის (განყოფილების) სპეციალისტი.
2014-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2015-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მპოსამართლის თანაშემწე.
2017-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამათლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მოსამართლის თანაშემწე - პირველი
კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
2021 წლის თებერვლიდან ივნისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი უზრუნველყოფის კონსულტანტი.
2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.