პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1961 წლის 12 აგვისტოს ქ. ხაშურში.
განათლება
1978 წელს დაამთავრა ქ. ხაშურის N 25 საშუალო სკოლა.
1990 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
1992-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამართლებრივი ინფორმატიკის განყოფილების კონსულტანტად და შემდეგ მოსამართლის თანაშემწედ.
2003 წლის 22 თებერვალს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2004 წლის 18 სექტემბერს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით.
2005 წლის 18 ივნისს წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში.
სამუშაო გამოცდილება
2005-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2009-2013 წლებში მივლინეული იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
2013-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016 წლის იანვრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.