პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1958 წლის 21 მაისს ქ. თელავში.
განათლება
1975 წელს დაამთავრა თელავის N 3 საშუალო სკოლა.
1984 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
სამუშაო გამოცდილება
1986-1987 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში საერთო განყოფილების სხდომის მდივნად.
1987-1990 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოს გამოთვლითი ტექნიკისა და ორგანიზაციის განყოფილების კონსულტანტად.
1990 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების უფროსი კონსულტანტად.
1990-1991 წლებში მუშაობდა ამავე სასამართლოს სამართლებრივი ინფორმატიკისა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის განყოფილების სექტორის გამგედ.
1991-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მთავარ კონსულტანტად - პლენუმისა და პრეზიდიუმის სამდივნოს უფროსად.
1998-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005-2009 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2009 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე იყო თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2009-2012 წლებში იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2012 წლის ოქტომბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.