ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლელა ჭინჭარაული

ლელა ჭინჭარაული

ლელა ჭინჭარაული

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1978 წლის 7 სექტემბერს ქ. თბილისში.

განათლება

1999 წელს დაამთავრა ,,ლეგია და კომპანიას" იურიდიული ფაკულტეტი.

2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2000 წელს მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2000-2003 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად, მოსამართლის თანაშემწედ.

2003-2005 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2006-2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.

2011-2012 წლებში მუშაობდა სს ,,პრივატბანკ“-ში (,,Legal Collection”) საკრედიტო ოპერაციების უსაფრთხოების წამყვან მენეჯერად.

2013-2019 წლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი.

2014-2016 წლებში მუშაობდა შპს ,,MEDISON”-ში მთავარი იურისტის თანამდებობაზე.

2016-2017 წლებში მუშაობდა შპს ,,პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი“-ს იურისტად.

2017 წელს იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი.

2017-2019 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორად.

2018-2019 წლებში მუშაობდა შპს ,,ეკოსერვის ჯგუფ“-ში იურისტად.

2018-2019 წლებში მუშაობდა შპს ,,ჰორიზონტ“-ში იურისტად.

2019 წლის მაისიდან ივნისამდე იყო მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზესტაფონის რაიონული სასამართლოში.

2019 წლის ივლისიდან იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.