ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლელა ცანავა

ლელა ცანავა

ლელა ცანავა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1970 წლის 22 აგვისტოს ქ. თბილისში.

განათლება

1987 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 57 საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1992-1993 წლებში მუშაობდა ეკონომიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევით ცენტრში ლაბორანტად.

1993-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად.

1998-1999 წლებში მუშაობდა სს ''ვითა ბანკში'' იურისტად.

1999-2000 წლებში მუშაობდა შპს ''ორთაჭალენერგის'' იურისტად.

2000-2004 წლებში მუშაობდა სსიპ ''ენერგოგენერაციის'' თავმჯდომარის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში, შემდეგ იურიდიული სამსახურის უფროსად.

2005-2012 წლებში იყოს წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2005-2008 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2008-2009 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

2009-2010 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში.

2012-2015 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2014-2015 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2016 წლიდან არის სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.