პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1985 წლის 22 ივლისს ქ. გაგრაში.
განათლება
2002 წელს დაამთავრა სსიპ ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯი.
2005 წელს დაამთავრა სსიპ ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტი.
2008 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2009 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსი, ჩააბარა ადვოკატის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2009-2010 წლებში იყო სტაჟიორი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
2011 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა ბიზნეს-ინჟინერინგის განხრით.
2015 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2012-2016 წლებში ესწრებოდა სემინარებს თემაზე - საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ".
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2010-2011 წლებში მუშაობდა შპს "ვინდიკატში" იურისტად და იყო მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო პალატის თავმჯდომარე.
2012 წელს იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართლო დავების სამმართველოს ასისტენტი.
2012-2013 წლებში იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს სპეციალისტი.
2013-2015 წლებში იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი.
2015 წელს იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის საჩივრების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი.
2015-2017 წლებში იყო მოსამართლის თანაშემწე თბილისის საქალაქო სასამართლოში.
2017-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი.
2018-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი კონსულტანტის - მოსამართლის თანაშემწის - მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.