პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1968 წლის 30 აგვისტოს ქ. თბილისში.
განათლება
1986 წელს დაამთავრა თბილისის N 114 საშუალო სკოლა.
1991 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.
2007 წელს დაამთავრა წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
2009 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა.
2016-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2000-2008 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
2008 წელს გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
2004-2009 წლებში მუშაობდა წმიდა გრიგოლ ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის ლექტორად.
2008-2014 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივნად.
2014-2018 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.
2018-2019 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.