პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1967 წლის 17 მარტს ქ. საგარეჯოში
განათლება
1984 წელს დაამთავრა ქ. საგარეჯოს N1 საშუალო სკოლა
1991 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში
2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციაში
2010-2017 წლებში გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგები - სასამართლო პროცესზე ადვოკატის უნარები; განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა პროფესიული ეთიკა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი; სამეწარმეო სამართალი; ადვოკატღა პროფესიული ეთიკა; ვადები და ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართლის პროესში; ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი; სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთება სისხლის სამართლის საქმეებზე
2014 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა
2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
სამუშაო გამოცდილება
1994-2005 წლებში იყო ადვოკატი ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის ადვოკატურაში
2006-2017 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატი
2017-2023 წლებში იყო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და შემდგომ პირველი მოადგილე
2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით