პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1964 წლის 25 ნოემბერს ხაშურის რაიონის დაბა სურამში.
განათლება
1981 წელს წარჩინებით დაამთავრა სურამის N1 საშუალო სკოლა.
1983-1988 წლებში სწავლობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და წარჩინებით დაამთავრა სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
1999 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.
არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება
1989-1990 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში სტაჟიორ-გამომძიებლად.
1990-1991 წლებში მუშაობდა მცხეთის პროკურატურის გამომძიებლად.
1992-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სამმართველოს პროკურორად.
1999-2005 წლებში მუშაობდა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2005-2009 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის, ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებში მოსამართლედ.
2009-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის იურიდიული სამსახურის უფროსად.
1998-2001 წლებში მუშაობდა დ. აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში ადმინისტრაციული სამართლის მოწვეულ ლექტორად.
2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში მოწვეულ ლექტორად.
2011 წლიდან მუშაობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების მოწვეულ ლექტორად.
2016 წლის ივლისიდან დაინიშნა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლედ.
2017 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2021 წლის სექტემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.