პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1960 წლის 24 მარტს ქ. თბილისში.
განათლება
1977 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 117 საშუალო სკოლა.
1988 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1988-1999 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობაში (ყოფილი 26 კომისრის სახელობის რაიონული საბჭოს აღმასკომი, ისინის რაიონის პრეფექტურა) სხვადასხვა თანამდებობებზე.
1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში კონსულტანტის, მრჩევლისა და ნოტარიუსთა საქმიანობის განზოგადების განყოფილების უფროსის თანამდებობეზე.
1999-2001 წლებში კითხულობდა სამეწარმეო სამართლის კურსს „მცირე აკადემიაში“.
2001-2002 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, იმიგრაციის საკითხთა და ნოტარიატის დეპარტამენტის ნოტარიატის განყოფილების, შემდეგ სამმართველოსა და დეპარტამენტის უფროსის თანამდებობებზე.
2002-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე და მივლინებული იყო თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილების განსახორციელებლად.
2005 წლიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი.
2005-2015 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
2019 წლის აგვისტოდან არის „საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის“ გამგეობის წევრი.