ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლელა გოგიშვილი

ლელა გოგიშვილი

ლელა გოგიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1982 წლის 16 თებერვალს.

განათლება

1999 წელს დაამთავრა აბაშის რაიონის სოფელ პირველი მაისის საშუალო სკოლა.

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2004 წელს ჩააბრა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2008 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

2015-2016 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2004-2005 წლებში მუშაობდა იურიდიულ კომპანიაში შპს „ადვოკატები და პარტნიორები“, იურისტად.

2005 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში სხდომის მდივნად.

2005-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სხდომის მდივნად.

2008–2015 და 2016-2017 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.