ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევან ყოლბაია

ლევან ყოლბაია

ლევან ყოლბაია

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 11 თებერვალს ქ. გალში.

განათლება

1995 წელს დაამთავრა ქ.თბილისის N 130 საჯარო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი.

2015 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დოქტორანტურა.

გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოსამზადებელი კურსი მოსამართლეთა საკვალიფიკავციო გამოცდისთვის.

გავლილი აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ტრენინგი - არასამთავრობო ორგანიზაციების როლი განვითარებად ქვეყნებში (ჩინეთი).

სხვადასხვა დროს ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში, ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით, პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2001-2005 წლებში იყო სხდომის მდივანი, მოსამართლის თანაშემწე, მოქალაქეთა მიღებისა და კანცელარიის განყოფილების უფროსი აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოსა და თბილისის საოლქო სასამართლოებში.

2006-2010 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი.

2010-2013 წლებში იყო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციაში - „დევნილთა მხარდაჭერისთვის".

2014-2015 წლებში იყო აჟარის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტი (მთავარი სპეციალისტი).

2015-2021 წლებში იყო სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის იურისტი.

2021 წლის ივნისიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.