ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევან ნუცუბიძე

ლევან ნუცუბიძე

ლევან ნუცუბიძე

მოსამართლე, სასამართლოს თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1978 წლის 21 ივლისს ქ. ქუთაისში.

განათლება

1995 წელს დაამთავრა წყალტუბოს რაიონის სოფელ მუხიანის საშუალო სკოლა.

2000 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს დაამთავრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურა სისხლის სამართლის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

2001-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის ქ. ქუთაისის ადვოკატურაში ადვოკატად.

2003-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში სისხლის სამართლის საქმეთა ადვოკატად.

2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის იუსტიციის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორად.

2005-2007 წლებში მუშობდა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროს პროკურორად.

2007 წელს იყო ქობულეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2008 წლებში მოსამართლისა და თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოში.

2007-2012 წლებში იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე.

2012-2017 წლებში იყო სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.

2017 წლის მაისიდან არის სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2022 წლის ივლისიდან დანიშნულია სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 5 წლის ვადით.