ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევან ნემსაძე

ლევან ნემსაძე

ლევან ნემსაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 23 სექტემბერს

განათლება

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

2009 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა

2023 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა

სამუშაო გამოცდილება

2008-2009 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მანდატური

2009-2011 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი

2011-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სექტორის უფროსი

2012-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსი

2013-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საორგანიზაციო საკითხებში

2015-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი

2017-2022 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს უფროსი

2019-2020 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი

2022 წელს იყო აქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტის ხარისხის ჯგუფის უფროსი კონსულტანტი

2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე იყო სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი

2023 წლის ოქტომბრიდან არჩეულია აქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად