პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1982 წლის 7 მარტს ქ. თბილისში
განათლება
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით სამართლისმცოდნეობა
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი სპეციალობით მეტეოროლოგია, ატმოსფეროს ეკოლოგია
2012-2013 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი
ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით
სამუშაო გამოცდილება
2006 წლის მარტიდან ივნისამდე მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიისა და მოქალაქეთა მისაღების(განყოფილება) კურიერად
2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს კანცელარიის სპეციალისტად
2007-2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად
2009-2011 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, შემდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ
2011-2012 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სექტორის უფროსის თანამდებობაზე
2013 წლის ნოემბერში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის სამდივნოში კონსულტანტად
2013-2016 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე
2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასმართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე
2019 წლის ივლისიდან დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2020 წლის 8 მაისიდან არის საკვალიფიკაციო პალატის წევრი
2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად აირჩია