პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 3 იანვარს ქ. ხონში.
განათლება
1992 წელს დაამთავრა ქ. ხონის მოსე ხონელის სახელობის N1 საშუალო სკოლა.
1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2005 წლებში მუშაობდა ხონის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.
2005-2007 წლებში მუშაობდა ხონის შს რაიონულ განყოფილებაში გამომძიებლად.
2007 წელს დაინიშნა წყალტუბოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2007-2008 წლებში უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.
2008-2009 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და იმავდროულად წყალყუბოს რაიონულ სასამართლოში.
2009 წლიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
2010 წელს დაეკისრა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება და იმავდროულად მივლინებულ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.
2012 წლის აგვიტოდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა მესტიის რაიონულ სასამართლოში.
2012 წლის ოქტომბრიდან დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.
2012-2016 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, ამასთანავე დაეკისრა სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
2016 წლის ივნისიდან დაინიშნა სამტრედიის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ ხუთი წლის ვადით.
2016 წლის ივლისიდან არის სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.