ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევან დარბაიძე

ლევან დარბაიძე

ლევან დარბაიძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 24 ივლისს ქ. თბილისში.

განათლება

1996 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 123 საშუალო სკოლა.

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტურა.

2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტურანტურა.

2002 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2002 წლის 13-20 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ სემინარში,ქ. სტრასბურგში თემაზე „ევროპის საბჭოს კონვენციები სისხლის სამართლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“.

2008 წელს წარმატებით ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2010 წლის 11-31 მაისს გაიარა ტრენინგი თემაზე „საჯარო პოლიტიკის საკითხები“ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პეკინის უნივერსიტეტში.

2012 წლის თებერვალში გაიარა ტრენინგი თემაზე „საჯარო სამსახურებში სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავებისა და წარმართვის ტექნიკა“ ქ. ტალინში, ესტონეთის დიპლომატიურ სკოლაში.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2013 წლის 13-20 ოქტომბერს გაიარა სტაჟირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ჰამბურგის უმაღლესი სამხარეო და რაიონულ სასამართლოებშო სისხლის, სამოქალაო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტის საკითხებზე.

2006 წელს საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, ვადამდე მიენიჭა პირველი კლასის იურისტის სახელმწიფო სპეციალური წოდება.

2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საჯარო სამართლის მიმართულებით და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება

1999-2001 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანაშემწედ საზოგადოებრივ საწყისებზე.

2001-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე: საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს სტაჟიორ-პროკურორად, სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორად, ამავე სამმართველოს უფროს პროკურორად.

2006-2012 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მთავარ სპეციალისტი და შემდეგ უფროსი.

2014 წლის იანვრიდან 2014 მაისამდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანაშემწედ.

2014-2016 წლებში იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.

2016 წლის თებერვლიდან არის გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2011 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2017 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

არის ერთი მონოგრაფიის (წიგნის) და ათამდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.