პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 28 მარტს ქ. თბილისში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა ქ. თბილისის გრიგოლ ხანძთელის სახელობის N1 ექსპერიმენტალური საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
არის იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი.
1995-1998 წლებში სწავლობდა რურის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე ქ. ბოხუმში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.
2007 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება
1992-1993 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის პროკურატურაში უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე.
1998-1999 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი.
1998-1999 წლებში მუშაობდა შპს სადაზღვევო კომპანია "ნაბათში" იურისტის თანამდებობაზე.
1999-2001 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სასამართლო პრაქტიკის განზოგადოების განყოფილებაში კონსულტანტად.
2001 წლის დეკემბრიდან მუშაობდა საქართველოს გენერალურ პროკურატურის სისტემაში.
2002-2004 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი.
2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის განყოფილებაში წამყვან სპეციალისტად.
2004-2005 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე დოცენტი.
2006 წლიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის მრჩევლის თანამდებობაზე.
იყო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
არის აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
2007-2009 წლებში იყო მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
2009-2016 წლებში იყო გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას, ასევე, მივლინების საფუძველზე ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
2016 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.