პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1974 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისში.
განათლება
1991 წელს დაამთავრა ქ.რუსთავის N 17 გერმანული სპეციალიზირებული სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი.
1998-2005 წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტის ასპირანტი, დოქტორანტი.
სამუშაო გამოცდილება
1998 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ერთობლივი წვრთნისა და აღჭურვის პროგრამაში სამხედრო თარჯიმნად.
1998-2001 წლებში მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მსოფლიო სამართლებრივ სისტემათა კათედრის ლაბორანტად. ამავე წლებში იყო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტთან არსებული ,,იურიდიული კლინიკის’’ აღმასრულებელი დირექტორი, შემდგომ კავშირი ,,ინტერლოუს’’ აღმასრულებელი დირექტორი.
2001-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს საგადასახადო და შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის სამართლებრივ საქმეთა სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის იურიდიული სამმართველოს მთავარ სპეციალისტად, სამსახურებრივი მოკვლევის სამმართველოს უფროსინსპექტორად, მთავარ ინსპექტორად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველად სპეციალურ საკითხებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად.
2006-2007 წლებში იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მრჩეველი.
2007 წელს დაინიშნა მარნეულის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოილებას ახორციელებდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
2007-2013 წლებში უფლებამისლებას ახორციელებდა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონულ და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში.
2013 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.