ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაშა ქოჩიაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 9 დეკემბერს ქ. ქუთაისში.

განათლება

1994 წელს დაამთავრა თერჯოლის N 1 საშუალო სკოლა.

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1999-2005 წლებში მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2007 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2007 წელს დაინიშნა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში.

2008 წელს მივლინებულ იქნა ბორჯომის რაიონულ სასამართლოში მოსამართლედ და იმავდროულად დაეკისრა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.

2008-2009 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2009-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2021 წლის ივლისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე