ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაშა კლდიაშვილი

ლაშა კლდიაშვილი

ლაშა კლდიაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 6 ივლისს.

განათლება

1994 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 124-ე საშუალო სკოლა.

1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2015-2017 წლებში გაიარა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი.

2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2000-2001 წლებში იყო სს „თბილელექტროაპარატის“ დაცვის სამსახურის უფროსი.

2001-2004 წლებში იყო გამომძიებელი  თეთრიწყაროს რაიონის პროკურატურაში.

2004-2005 წლებში იყო გამომძიებელი  ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურაში.

2005-2007 წლებში იყო ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2007-2010 წლებში იყო შუახევის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2010-2016 წლებში იყო  ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი.

2016 წლის თებერვლიდან აგვისტომდე იყო ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორი.

2016-2017 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი.

2017-2020 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის სექტემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.

2021-2023 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2023 წლის აპრილიდან არის თბილისის საქალაქო სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.