პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1977 წლის 6 ივლისს.
განათლება
1994 წელს დაამთავრა ქ.თბილისის 124-ე საშუალო სკოლა.
1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2015-2017 წლებში გაიარა სსიპ საქართველოს შსს აკადემიის ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების სპეციალური მომზადების კურსი.
2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2000-2001 წლებში იყო სს „თბილელექტროაპარატის“ დაცვის სამსახურის უფროსი.
2001-2004 წლებში იყო გამომძიებელი თეთრიწყაროს რაიონის პროკურატურაში.
2004-2005 წლებში იყო გამომძიებელი ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურაში.
2005-2007 წლებში იყო ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2007-2010 წლებში იყო შუახევის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2010-2016 წლებში იყო ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი.
2016 წლის თებერვლიდან აგვისტომდე იყო ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორი.
2016-2017 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი.
2017-2020 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილე.
2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.