პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1980 წლის 25 აგვისტოს ხულოს რაიონში.
განათლება
1997 წელს დაამთავრა ხულოს რაიონის საშუალო სკოლა.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2002 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი კურსი.
2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006 წელს ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალობით).
2007 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით).
2013 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
სამუშაო გამოცდილება
2002-2006 წლებში მუშაობდა ქობულეთის რაიონის სანოტარო ბიუროში კონსულტანტად.
2007 წელს მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში მთავარ სპეციალისტად.
2007-2012 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლის თანაშემწედ.
2013-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.
2014-2018 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
2018 წლიდან მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2018-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2019-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.
2021 წლის მარტიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.