ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლაურა მიქავა

ლაურა მიქავა

ლაურა მიქავა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 2 დეკემბერს ქ. წალენჯიხაში.

განათლება

1994 წელს დაამთავრა წალენჯიხის რაიონის სოფელ მიქავას საშუალო სკოლა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. ზუგდიდის სახელმწიფო უმაღლესი კოლეჯი დაწყებითი ენის მეთოდიკისა და პედაგოგიკის სპეციალობით.

2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში სამოქალაქო სამართლის კათედრაზე.

არის ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი.

2004 წლიდან კითხულობს ლექციებს სამოქალაქო სამართალში.

2011 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

2003-2005 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად.

2005-2006 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.

2007 წლიდან არის ასისტენტ-პროფესორი.

2006-2009 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2010-2011 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2011-2012 წლებში იყო წალენჯიხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოში.

2012-2017 წლებში იყო ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.