ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლატვიის რესპუბლიკის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ესტუმრნენ

14 ნოემბერი 2016

2016 წლის 14 ნოემბერს ლატვიის რესპუბლიკის საკვალიფიკაციო პალატისა და სასამართლო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ესტუმრნენ.

შეხვედრას, რომელიც ქართულ და ლატვიურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ პროექტის ფარგლებში გაიმართა, ლატვიის ადმინისტრაციული სასამართლოს მთავარი მოსამართლე, საკვალიფიკაციო კომიტეტის თავმჯდომარე, მარის ვიგანტსი; სასამართლო ადმინისტრაციის დირექტორის მოადგილეები: ინეს კალნინა და ანდრის მუნდა; სასამართლო ადმინისტრაციის იურიდიული და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ინეს ლინცა; ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე და საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება საქართველში და ლატვიაში არსებული მოსამართლეთა უვადოდ დანიშნის პროცედურების, მოსამართლეთა შეფასებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების პრაქტიკის, და სასამართლო ადმინისტრაციის შიდა რეგულეციების შესახებ.

დღის ბოლოს, დელეგაციის წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ და სასამართლო ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ  სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს.