პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1972 წლის 22 იანვარს ქ. თბილისში
1999 წლიდან არის ახალი ორლეანის საპატიო მოქალაქე
2005 წელს მიღებული აქვს შვეიცარიის მთავრობისა და შვეიცარიის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი ყოველწლიური ჯილდო „შვეიცარიის პრიზი საერთაშორისო ურთიერთობებში ლიდერობისათვის“
განათლება
დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი
დაცული აქვს დისერტაცია თემაზე: „დაცვის პრობლემა სისხლის სამართლის პროცესში“
გავლილი აქვს პრაქტიკა საადვოკატო ფირმა GEFFENS -ში (UK). მიღებულიაქვს მაქსპლანკის საზოგადოების სტიპენდია (2018 წ) და DAAD სტიპენდია (2013 წ)
გავლილი აქვს მომზადება ადამიანის უფლებათა დაცვის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების, ჰუმანიტარული სამართლის და საკანონმდებლო ტექნიკის საკითხებზე ევროპის და ამერიკის ინსტიტუტებში
სამუშაო გამოცდილება
1997-2002 წლებში მონაწილეობდა UNICEF, TACIS, TracCC-ის პროექტებში
1994-1996 წლებში იყო შრომის და წარმოების ორგანიზაციის სახელმწიფო სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი
1996-2000 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის უფროსი სპეციალისტი; წამყვანი სპეციალისტი
1997 წლიდან ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
1998-2011 წლებში იყო თბილისის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2011 წლიდან არის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი
2000-2001 წლებში იყო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის უფროსი
2001-2003 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე
2003-2004 წლებში იყო საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის პროტოკოლის განყოფილების გამგე
2004-2007 წლებში იყო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის წევრი
2004-2007 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე
2005-2007 წლებში არჩეული იყო ორგანიზაცია „პარლამენტარები გლობალური ქმედებებისათვის“(აშშ) გამგეობის წევრად და „მშვიდობის და დემოკრატიის პროგრამის“ ხელმძღვანელის მოადგილედ
2006-2007 წლებში იყო სამართლებრივი რეფორმების კოორდინაციის ხელშემწყობი კომისიის წევრი
2006-2011 წლებში იყო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წევრი
2006-2007 წლებში იყო რუსეთის ხელისუფლების მიერ საქართველოს მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი
2005-2007 წლებში იყო ვილტონ პარკის საერთაშორისო ასოციაციის წევრი
2006-2007 წლებში იყო ქალ პარლამენტართა ქსელის GlobalPOWER (აშშ) წევრი
2007-2017 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი
2016-2018 წლებში იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
2008-2011 წლებში იყო ადამიანით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მიმნიჭებელი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრი
2008-2013 წლებში იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე
2009-2011 წლებში იყო საქართველოს დელეგაციის წევრი ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ad hoc კომიტეტში(CAHVIO)
2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე