ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლალი ბესტავაშვილი

ლალი ბესტავაშვილი

ლალი ბესტავაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1968 წლის 21 ნოემბერს ქ. გორში.

განათლება

1986 წელს დაამთავრა ქ. გორის N 20 საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდები.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება

1999-2006 წლებში მუშაობდა გორის რაიონული სასამართლოში სხდომის მდივნად.

2006 წელს მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეებზე დისციპლინური სამართალწარმოების სამმართველოს კონსულტანტად.

2006 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე იყო ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2006-2007 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში.

2007 წლიდან არის ხაშურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.