ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლალი აბაშმაძე

ლალი აბაშმაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1981 წლის 7 მარტს ოზურგეთში

განათლება

1998 წელს დაამთავრა თბილისის N9 საშუალო სკოლა

2003 წელს დაამთავრა გრ. ფერაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

2005 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა

2005 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი

2007 წელს გაიარა ტრენინგი - ადვოკატთა, უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს თანაშემწეებისთვის, სახალხო დამცველის თანამშრომლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ადამიანის უფლებათა რეგიონალური სტანდარტები

2008 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში

2009-2021 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა შემდეგი ტრენინგები - ადამიანის უფლებები; საქმეთა ნაკადის მართვა და საინფორმაციო ტექნოლოგიები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამა; სასამართლო მედიაცია; იურიდიული ფაქტების დადგენა; სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალურ საკითხები; კანონი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; საპროცესო დოკუმენტების შედგენა; სახელშეკრულებო სამართალი: ხელშეკრულების სტანდარტული პირობები, ხელშეკრულების მოშლა, შეწყვეტა, გასვლა, ბათილობა და მათი სამართლებრივი შედეგები; სასამართლოს მოხელეთა ეთიკის წესები; სტრესის მართვა

2016 წელს გაიარა ტრენინგი - მართლმსაჯულების ხელშეწყობა გენდერული თანასწორობის გზით

2016 წელს გაიარა ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი გამოყენება

2016-2017 წლებში გაიარა CoE ტრენინგები - დისკრიმინაციის აკრძალვა - შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები; სამართლიანი სასამართლოს უფლება; მართლმსაჯულება და საინფორმაციო ტექნოლოგიები

2018 წელს გაიარა ტრენინგები - რელაცია და სუბსუმციის ტექნიკები; საერთაშორისო სიტუაციებში მყოფ ბავშვთა დაცვა

2021 წელს გაიარა ტრენინგები - ბავშვის უფლებათა კოდექსი; ირიბი მტკიცებულებებისა და სასამართლოს გარეთ გაკეთებული განცხადებების დასაშვებობა ოჯახური ძალადობის საქმეებზე; მედიაცია

2023 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2005-2007 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის მდივანი

2007-2023 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადამიანური რესურსების მართვისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - მოსამართლის თანაშემწე

2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით