საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1. სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დასკანერებული);
3. პირადობის მოწმობა ან ID ბარათი (დასკანერებული).
დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ელექტრონული ფოსტის მისამართზე: council@hcoj.gov.ge
გთხოვთ, დოკუმენტაცია გადმოაგზავნოთ 2012 წლის 16 ივლისიდან 1 აგვისტომდე.
თანდართულ ფაილებში იხილეთ საკვალიფიკაციო მოთხოვნები და სააპლიკაციო ფორმა.