ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კოტე ჭილაია

კოტე ჭილაია

კოტე ჭილაია

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 3 დეკემბერს ქ. სოხუმში.

განათლება

1991 წელს დაამთავრა აჩადარის საშუალო სკოლა.

1997 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი.

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

1999-2000 წლებში იყო ადვოკატი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

2000-2001 წლებში იყო იურიდიული ფირმა შპს „მაატის" სტაჟიორ-ადვოკატი.

2003 წელს იყო აფხაზეთის შსს-ს ანალიტიკური სამსახურის ინსპექტორი.

2003-2004 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სპეციალისტი.

2004-2007 წლებში იყო ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ოპერატიული თანამშრომელი, მოგვიანებით გამოძიებელი.

2009-2017 წლებში იყო შემოსავლების სამსახურის ოფიცერი.

2017-2019 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის რეფერენტი.

2021 წლის ივნისიდან არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.