2016 წლის 2 თებერვალს 10:00 საათზე სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერია“- ში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე - „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“.
შეხვედრაზე საუბარი იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე და გამოქვეყნდა საბჭოს მიმართვა საზოგადოების, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორისადმი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ეთანხმებიან და იზიარებენ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ 2016 წლის 1 თებერვალს შემუშავებული მიმართვის შინაარსს.