2016 წლის 2 თებერვალს 10:00 საათზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე - „სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები“.
შეხვედრაზე სტუმრები გაეცნობიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ამასთან, გამოქვეყნდება საბჭოს მიმართვა საზოგადოების, ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორისადმი.
დღის წესრიგი იხილეთ თანდართული ფაილის სახით.