პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1987 წლის 19 აგვისტოს მარტვილის რაიონში.
განათლება
2004 წელს დაამთავრა სოფ. ლეციცხვაიეს საშუალო სკოლა.
2008 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.
2011 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით.
2012 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.
2017 წელს გაიარა ტრენინგი - ადამიანის უფლებათა ევროპული სტანდარტების გამოყენება სასამართლო პრაქტიკაში.
2018 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
2018 წელს გაიარა „Help“-ის დისტანციური სასწავლო კურსი - სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება.
2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2021 წელს გაიარა სასწავლო კურსი - ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დადგენილი მოსამართლის სპეციალიზაციის სტანდარტის შესაბამისად).
2021 წელს გაიარა სასწავლო კურსი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მათ შორის არასრულწლოვანთან ურთიერთობის მეთოდიკა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
სამუშაო გამოცდილება
2011 წელს იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს სტაჟიორი.
2011-2012 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივანი.
2012-2013 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს აპარატის საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების სხდომის მდივანი და იმავდროულად მოსამართლის თანაშემწე.
2013-2016 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე.
2016-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის სამდივნოს მთავარი კონსულტანტი - მოსამართლის თანაშემწე.
2018-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე.
2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.