პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1966 წლის 10 აგვისტოს ქ. ხაშურში.
განათლება
1983 წელს დაამთავრა ხაშურის რკინიგზის N 3 საშუალო სკოლა.
1992 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1993-1994 წლებში იყო ქარელის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი, ხოლო შემდეგ ხაშურის სარაიონთაშორისო პროკურატურაში სტაჟიორი უფროსი გამომძიებელი.
1994-1995 წლებში მუშაობდა იმავე პროკურატურაში უფროს გამომძიებლად.
1995-1998 წლებში მუშაობდა ხაშურის ტრანსპორტის პროკურორის თანაშემწედ.
1998-2002 წლებში მუშაობდა ხაშურის რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორის უფროს თანაშემწედ.
2002-2005 წლებში იყო ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.
2005-2010 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
2010-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2016-2019 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2019-2022 წლებში იყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ქობულეთის მუნიციპალიტეტში.
2022 წლის ოქტომბრიდან არის გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.