პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1969 წლის 4 ნოემბერს ქ. ტყიბულში.
განათლება
1986 წელს დაამთავრა ქუთაისის N 1 საშუალო სკოლა.
1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
1987-1990 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.
1996-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ტექნიკურ თანაშემწედ.
1998-2001 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის სტაჟიორი.
2001-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განყოფილების პროკურორის, უფროსი პროკურორისა და განყოფილების უფროსის თანამდებობებზე.
2004-2010 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე.
2010-2011 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2012 წლის ივლისიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.