ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კანდიდატების მოსმენა

24 ივლისი 2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს - ლევან თევზაძეს, ილონა თოდუასა და უჩა თოდუას მოუსმინეს.

გასაუბრება 25 ივლისს გაგრძელდება. 10:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო გოგიტა თოთოსაშვილს, ალექსანდრე იაშვილსა და ვლადიმერ კაკაბაძეს მოუსმენს.

26 ივლისს 10 საათიდან გასაუბრება დაგეგმილია ნუნუ კვანტალიანთან, მაია კოპალეიშვილთან და შოთა ლაითაძესთან.