იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს - შალვა თადუმაძეს, ზაზა თავაძესა და გიორგი თევდორაშვილს მოუსმინეს.
გასაუბრება 24 ივლისს გაგრძელდება. 10:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ლევან თევზაძეს, ილონა თოდუასა და უჩა თოდუას მოუსმენს.
25 ივლისს 10 საათიდან გასაუბრება დაგეგმილია გოგიტა თოთოსაშვილთან, ალექსანდრე იაშვილთან და ვლადიმერ კაკაბაძესთან.