იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს - მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძესა და თამარ ზამბახიძეს მოუსმინეს.
გასაუბრება 23 ივლისს გაგრძელდება. 10:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო შალვა თადუმაძეს, ზაზა თავაძეს და გიორგი თევდორაშვილს მოუსმენს.
24 ივლისს გასაუბრება დაგეგმილია ლევან თევზაძესთან, ილონა თოდუასთან და უჩა თოდუასთან. მოსმენის პროცესი 10:00 საათზე დაიწყება.