ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კანდიდატების მოსმენა

18 ივლისი 2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძესა და გიორგი გოგიაშვილს მოუსმინეს.

19 ივლისს გასაუბრება გაიმართება თამარ ბურჯანაძესთან, მერაბ გაბინაშვილთან და მირანდა ერემაძესთან. მოსმენა 09:00 საათზე დაიწყება.