იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს - სალომე გველესიანს და დავით გელაშვილს მოუსმინეს.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაუბრება 16 დეკემბერს გაგრძელდება. 11:00 საათიდან გიორგი გოგიაშვილსა და გიორგი გოგიჩაშვილს მოუსმენენ.