ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კანდიდატების მოსმენა

10 დეკემბერი 2020

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს - ივერი აბაშიძეს და გოჩა აბუსერიძეს მოუსმინეს.

უზენაეს სასამართლოში გასაუბრება 11 დეკემბერს გაგრძელდება. 12:00 საათიდან ირაკლი ადეიშვილს და გია ბერაიას მოუსმენენ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა წარიმართა საჯაროდ. უზრუნველყოფილი იყო პროცესის პირდაპირ რეჟიმში ტრანსლირება და ყველა დაინტერესებული პირის დასწრება COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის საჭირო რეგულაციების დაცვით.