ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კანდიდატების მოსმენა

17 ივლისი 2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს მოუსმინეს.

გასაუბრება 3 კანდიდატთან - ზურაბ აზნაურაშვილთან, თამარ ალანიასთან და დიანა ბერეკაშვილთან გაიმართა. პროცესი 11 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

18 ივლისს, 11 საათიდან საბჭო შოთა გეწაძეს, გრიგოლ გიორგაძეს და გიორგი გოგიაშვილს მოუსმენს.

19 ივლისს გასაუბრება დაგეგმილია თამარ ბურჯანაძესთან, მერაბ გაბინაშვილთან და მირანდა ერემაძესთან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს დღეს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. პროცესს აშუქებდა მედია. მიმდინარეობდა ონლაინ ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.