იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატებს - ქეთევან მესხიშვილს და ლევან მესხორაძეს მოუსმინეს.
გასაუბრება 1 აგვისტოს გაგრძელდება. 10:00 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო როინ მიგრიაულს და ლევან მიქაბერიძეს მოუსმენს.
2 აგვისტოს 10 საათიდან გასაუბრება დაგეგმილია გიორგი მიქაუტაძესთან და ნინო სანდოძესთან.