ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კალიფორნიის შტატის კომისიის დირექტორი/უფროსი მრჩეველი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეწვია

08 ნოემბერი 2016

საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს სამოსამართლო საქმიანობის კალიფორნიის შტატის კომისიის დირექტორმა/უფროსმა მრჩეველმა ვიქტორია ჰენლიმ 2016 წლის 8 ნოემბერს სამუშაო შეხვედრა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართა.

შეხვედრას, რომელზეც „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი და მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები განიხილეს, კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (EWMI/PROLoG) მართლმსაჯულების კანონმდებლობისა და პოლიტიკის რეფორმის ხელმძღვანელი ინგა თოდრია და  იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მხარეებმა ერთმანეთს ამ კუთხით სამართალწარმოებასთან დაკავშირებული  პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან  საქართველოს უზენაეს სასამართლოშიც გაიმართა.