საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრებას. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 2013 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.
სულ განცხადება 132-მა პირმა შემოიტანა, რომელთაგან კონკურსის მეორე ეტაპზე 94 კანდიდატი გადავიდა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ იუსტიციის მსმენელთა კონკურსის მე-2 ეტაპზე დაშვებისას უპირატესობა მიანიჭა მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, ამასთან, 28 ან 28 წლის ასაკის ზემოთ პირებს. გათვალისწინებულ იქნა, ასევე, მსმენელობის კანდიდატის რეზიუმეს არასრულყოფილად წარდგენა.
გასაუბრება დაიწება 2013 წლის 11 დეკემბერს 11 საათზე.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატის სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება დაინტერესებულ პირთა დასწრება.